კომპანია „ავერსი“ აცხადებს სტაჟირების პროგრამას სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-6 თვე
სტაჟირების ტიპი: არაანაზღაურებადი (განიხილება წარმატებული სტაჟიორის დასაქმება)
ძირითადი მოვალეობები:
- სტატისტიკური მონაცემების დამუშავება;
- გაყიდვების ანალიზი;
- ექსელის ცხრილების დამუშავება;
- შემსყიდველისთვის ანგარიშის წარდგენა;
- დოკუმენტაციის მოწესრიგება;
- საქონლის მიწოდების ვადების კონტროლი.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება - სასურველია იურიდიული ან სამედიცინო მიმართულებით;
- MS Office ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel.
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტაცია, ხარისხი და სიზუსტე;
- გუნდური და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნეთ რეზიუმე(CV) ელ. ფოსტაზე: ani.kenchuashvili@aversi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 13 ივლისი.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!